info@pec.org.ge

დისტანციური სწავლებისა და მუშაობის პროგრამები

დღესდღეობით ახალი კორონავირუსის პანდემიის ფონზე როდესაც სამუშაო და საგანმამანათლებლო პროცესებმა ვირტუალურ სივრცეში გადაინაცვლეს, სულ უფრო და უფრო აქტუალური ხდება დისტანციური სწავლებისა და მუშაობის პლატფორმები.
უფასო და ხელმისაწვდომი, კონკრეტული ორგანიზაციის თუ ინდივიდის საჭიროებებზე მორგებული პლატფორმის შერჩევა საკმაოდ დიდ დროს მოითხოვს დაინტერესებული მხარეებისგან. ამიტომ, შევეცდებით მოგაწოდოთ შედარებითი მიმოხილვა მსოფლიოში ყველაზე პოპულარული დისტანციური სწავლებისა და მუშაობის პროგრამების და ასევე გაგიზიაროთ, რა ინოვაციებსა და სიახლეებს სთავაზობს თითოეული მათგანი პოტენციურ მომხმარებლებს სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში პანდემიის ფონზე.

 

Zoom

🌐 https://zoom.us/

მრავალფუნქციური ელექტრონული პლატფორმაა რომელიც დისტანციური მუშაობისა და შეხვედრებისთვის გამოიყენება.

 

უფასო ვერსიაში შესაძლებელია:

  • HD ვიდეოკონფერენცია 100 მონაწილემდე;
  • ვებინარების ულიმიტო რაოდენობა;
  • ულიმიტო პირისპირ ერთი ერთზე შეხვედრები;
  • ვიდეო/აუდიო საუბრები, ფაილებისა და ეკრანის გაზიარება;
  • უფასო ონლაინ დახმარება;
  • მუდმივი პერსონალური სამუშაო სივრცე/ოთახი;
  • შეხვედრების წინასწარ დაგეგმვა;
  • ვებინარის ვიდეო-აუდიო ჩაწერა (MP4);
  • ჯგუფური და პირისპირ ჩატი;
  • შეხვედრის ადმინისტრატორის მიერ მონაწილეთა ვიდეო, აუდიო და ეკრანის გაზიარების კონტროლი;
  • ხელის აწევის ფუნქცია (მონაწილეებს შეუძლიათ ადმინისტრატორს შეატყობინონ როცა სურთ აზრის გამოთქმა, განსაკუთრებით ხელსაყრელია ე.წ. ონლაინ გაკვეთილების ან გამოკითხვის დროს);
  • მაუსის გაზიარება;
  • „თეთრი დაფის“ ფუნქცია;
  • შეხვედრის მონაწილეთა სამუშაო ჯგუფებად დაყოფისა და განაწილების ფუქნცია;
  • ხელმისაწვდომია Windows, Mac, iOS და Android-ის ოპერაციული სისტემებისათვის.

     

    უფასო ვერსიის შეზღუდვები:

  • თითოეული ვებ კონფერენციის ლიმიტი 40 წუთია;
  • არ აქვს ე.წ. რეპორტინგის ფუნქცია (ხელმისაწვდომია
    PRO და პრემიუმ პაკეტებისთვის);
  • არ იძლევა ქლაუდზე ჩაწერის შესაძლებლობას;
  • არ შეუძლია ჰყავდეს 1 ადმინისტრატორზე მეტი;
  • არ იძლევა კომპანიის ბრენდის ნიშნის ჩაშენების შესაძლებლობას;

Eztalks

🌐 https://www.eztalks.com/

საქართველოში ნაკლებად ცნობილი EzTalks განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს მცირე კომპანიებს, აკადემიურ დაწესებულებებსა და არაკომერციულ დაწესებულებებს შორის, ვინაიდან უფასო ვერსიით ვიდეოაუდიო შეხვედრებისა და მუშაობის ერთერთ ყველაზე ფართო შესაძლებლობებს გვთავაზობს:

  • HD ვიდეოკონფერენცია 100 მონაწილემდე;
  • ვებინარების ულიმიტო რაოდენობა;
  • ვიდეო/აუდიო საუბრები, ეკრანის გაზიარება;
  • უფასო 24 საათიანი ლაივ და იმეილ დახმარება;
  • მუდმივი პერსონალური სამუშაო სივრცე/ოთახი;
  • შეხვედრების წინასწარ დაგეგმვა ან სპონტანურად დაწყება.
  • შესაძლებელია დაგეგმილი შეხვედრის სხვადასხვა კალენდრის პროგრამებში შენახვა Outlook web calendar, Google web calendar ან Android, iOS, Windows or Mac device სისტემის კალენდრებში;
  • ვებინარის ვიდეო-აუდიო ჩაწერა (MP4);
  • ჯგუფური და პირისპირ ჩატი;
  • შეხვედრის ადმინისტრატორის მიერ მონაწილეთა ვიდეო, აუდიო და ეკრანის გაზიარების კონტროლი;
  • მაუსის და კლავიატურის გაზიარება;
  • „თეთრი დაფის“ ფუნქცია;
  • Outlook plugin;
  • ხმის მიცემისა და გამოკითხვის ფუნქცია;
  • ხელმისაწვდომია Windows, Mac, iOS და Android-ის ოპერაციული სისტემებისათვის.

უფასო ვერსიის შეზღუდვები:

  • თითოეული ვებ კონფერენციის ლიმიტი 40 წუთამდე;
  • არ იძლევა Cloud-ზე ჩაწერის შესაძლებლობას;
  • არ შეუძლია ჰყავდეს 1 ადმინისტრატორზე მეტი;
  • არ იძლევა ვიდეო აუდიო ჩანაწერების ონლაინ აღრიცხვის და დამუშვების (ფაილინგი) შესაძლებლობას, ვიდეო-აუდიო ჩანაწერის შენახვა შესაძლებელია მხოლოდ კომპიუტერში/ტაბლეტში, მობილურში შეხვედრის დასრულებისთანავე გადმოწერისას;
  • არ აქვს მონაცემების დამუშავების ანალიტიკური ფუნქცია.

 

LogMeIn

🌐 https://www.logmein.com/es

🌐 https://www.gotomeeting.com/

Gotomeeting LogMeIn-ის ერთ ერთი ინოვაციური ვებინარ და ონლაინ შეხვედრების პლატფორმაა. LogMeIn- თავის მხრივ აერთიანებს დისტანციური სწავლებისა და მუშაობის რამდენიმე პროდუქტს მათ შორის go to products: gotowebinar, gototraining, gotoroom, jive ასევე სამუშაო კომპიუტერებზე დისტანციურ წვდომას და სხვა ინოვაციურ სერვისებს. მართალია gotomeeting-ის უფასო ვერსია საკმაოდ ლიმიტირებულ შესაძლებლობებს გვთავაზობს თუმცა განსხვავებით სხვა ვებინარ პლატფორმებისგან ცალკე პაკეტად გვაწვდის .. 14 დღიანი უფასო სარგებლობის პერიოდს (free trial), რომელიც არ საჭიროებს საკრედიტო ბარათის მიბმას და რეგისტრაცია შესაძლებელია მხოლოდ მეილის გამოყენებით. ის ხელმისაწვდომია შემდეგი ოპერაციული სისტემებისათვის Windows, Mac, iOS, Android .

უფასო ვერსია:

  • HD ვიდეოკონფერენცია;
  • ულიმიტო ერთი ერთზე სამუშაო შეხვედრები;
  • ვებინარების ულიმიტო რაოდენობა;
  • ვიდეო/აუდიო საუბრები, ეკრანის გაზიარება,
  • უფასო 24 საათიანი ლაივ და იმეილ დახმარება;
  • შეხვედრების წინასწარ დაგეგმვა ან სპონტანურად დაწყება.
  • შესაძლებელია დაგეგმილი შეხვედრის სხვადასხვა კალენდრის პროგრამებში შენახვა Outlook web calendar, Google web calendar ან Android, iOS, Windows or Mac device სისტემის კალენდრებში;
  • ჯგუფური და პირისპირ ჩატი;
  • შეხვედრის ადმინისტრატორის მიერ მონაწილეთა ვიდეო, აუდიო და ეკრანის გაზიარების კონტროლი;
  • მაუსის და კლავიატურის გაზიარება.

უფასო ვერსიის შეზღუდვები:

  • თითოეული ვებ კონფერენციის ლიმიტი 40 წუთამდეა;
  • ვიდეო შეხვედრაში მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია 3 მონაწილემდე;
  • არ იძლევა ჩაწერის შესაძლებლობას;
  • შეუძლია ჰყავდეს მხოლოდ 1 ადმინისტრატორი;
  • არ იძლევა ვიდეო აუდიო ჩანაწერების ონლაინ ფაილინგის შესაძლებლობას, ვიდეო-აუდიო ჩანაწერის შენახვა შესაძლებელია მხოლოდ კომპიუტერში/ტაბლეტში, მობილურში შეხვედრის დასრულებისთანავე გადმოწერისას;
  • არ აქვს მონაცემების დამუშავების ანალიტიკური ფუნქცია.

14 დღიანი free trial გვთავაზობს თითქმის იგივე შესაძლებლობებს რასაც პრემიუმ პაკეტები მათ შორის:

  • 250 მონაწილემდე ჩართვას ვიდეო კონფერენციებში;
  • ულიმიტო შეხვედრებს 14 დღის მანძილზე;
  • შეხვედრების ვიდეო-აუდიო ჩაწერას ფაილინგს;
  • მონაცემების ანალიტიკურ დამუშავებას, დეტალურ რაპორტინგს;
  • პერსონალური შეხვედრების ოთახს;
  • სხვა უფასო და ბიზნეს პაკეტით გათვალისწინებულ ფუნქციებს.

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Related Post

მდგრადი განვითარების მიზნები (Sustainable Development Goals SDG’s) გლობალური დღის წესრიგი და საქართველომდგრადი განვითარების მიზნები (Sustainable Development Goals SDG’s) გლობალური დღის წესრიგი და საქართველო

მდგრადი განვითარება — საზოგადოების განვითარების ისეთი სისტემაა, რომელიც მისი ეკონომიკური, ეკოლოგიური სოციალური განვითარებისა ინტერესების გათვალისწინებით უზრუნველყოფს ადამიანის კეთილდღეობას, ცხოვრების დონის ხარისხის ზრდას და მომავალი თაობების უფლებას, ისარგებლონ მაქსიმალურად დაცული, სტაბილური ბუნებრივი რესურსებითა და გარემოთი. მდგრადი განვითარების მიზნები 17 მიზნისა და 169 ინდიკატორის ერთობლიობაა, რომლებზეც თანხმდება გაეროს ყველა წევრი ქვეყანა უკეთესი

პროექტის “სოფლად მცხოვრების ქალების გაძლიერება საზოგადოებრივი და ეკონომიკური მონაწილეობით” ფარგლებში შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართაპროექტის “სოფლად მცხოვრების ქალების გაძლიერება საზოგადოებრივი და ეკონომიკური მონაწილეობით” ფარგლებში შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა

პროექტის “სოფლად მცხოვრები ქალების გაძლიერება საზოგადოებრივი და ეკონომიკური მონაწილეობით” ფარგლებში ჩატარდა დასკვნითი ღონისძიება, რომლის მიზანი იყო სოფლად მცხოვრებ ქალთა, ადგილობრივი გადაწყვეტილების მიმღებთა, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელთა და მეწარმეთა ქსელის შექმნა. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს, პროექტის ფარგლებში ჩატარებული ტრენინგების მონაწილეებმა, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა და წარმატებულმა მეწარმეებმა. მომხსენებლებმა და სტუმრებმა შეაჯამეს პროექტის შედეგები, გაუზიარეს

შეიქმნა ონლაინ პლატფორმა – MENTORING.GEშეიქმნა ონლაინ პლატფორმა – MENTORING.GE

ონლაინ პლატფორმა – MENTORING.GE, გაძლევთ საშუალებას სახლიდან გაუსვლელად უფასოდ ჩაერთოთ დისტანციური ონლაინ მენტორობის პროგრამაში. მიიღე პროფესიონალი მენტორის მხარდაჭერა, შენს ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული უფასო დისტანციური კონსულტაცია და ქოუჩინგი შემდეგი მიმართულებებით: მეწარმეობა, სტრატეგიული კომუნიკაცია და ლიდერობა.https://mentoring.ge/