info@pec.org.ge

პეკი აცხადებს კონკურსს მომავალი ჟურნალისტებისთვის

ხარ დამამთავრებელი კლასის მოსწავლე (11-12 კლასები) ან აბიტურიენტი?❔გაინტერესებს ჟურნალისტიკა და ფიქრობ პროფესიული არჩევანის გაკეთებას ამ მიმართულებით? მაშინ ეს შესაძლებლობა შენთვისაა!

პარტნიორობა განათლებისა და კომუნიკაციისთვის აცხადებს მსმენელების მიღებას „მომავალ ჟურნალისტთა სკოლაში“.

სკოლის მსმენელები შესაძლებლობა ექნებათ გაიარონ კარიერული ორიენტაციის ტესტი და განსაზღვრონ საკუთარი შესაძლებლობები კონკრეტულ მიმართულებებში.

გაეცნონ ტელევიზიაში მუშაობის ძირითად პრინციპებს, ახალი ამბების მომზადებისა და გაშუქების, რეპორტაჟებისა და დოკუმენტური ფილმების მომზადების, ინტერვიუების ჩაწერის, ფოტო, ვიდეო გადაღების, მონტაჟის ძირითად ასპექტებს.სკოლის სასწავლო კურსის დასრულების შემდეგ მსმენელები მიიღებენ სერტიფიკატს. წარმატებული ნამუშევრები გამოქვეყნება ტელე და ონლაინ მედია საშუალებებში.

“მომავალ ჟურნალისთა სკოლაში” სწავლა უფასოა. კონკურსის პირობები:

✔️კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ 15 – დან 18 წლამდე ახალგაზრდებს;

✔️კონკურსის მონაწილე უნდა ფლობდეს კომპიუტერთან მუშაობის უნარ-ჩვევებს (ბეჭდვა, ელ.ფოსტა, სოციალური ქსელები);

✔️უნდა შეეძლოს გამართულად წერა;

✔️📋 კონკურსში მონაწილეობისთვის გამოგზავნეთ CV და მოკლე სამოტივაციო წერილი (რატომ გინდათ მონაწილეობა პროგრამაში) ელექტრონულ ფოსტაზე info@pec.org.ge სათაურში (subject) ქართული შრიფტით მიუთითეთ: მომავალ ჟურნალისტთა სკოლა და თქვენი სახელი და გვარი. თუ გაქვთ მომზადებული სტატია, თხზულება, ფოტორეპორტაჟი, პოსტი ან მოსაზრება, შეგიძლიათ გამოგზავნოთ CV-თან ერთად.კონკურსში განცხადებების მიღების ბოლო ვადაა 20 დეკემბერი.

სწავლება განხორციელდება ონლაინ რეჟიმში. სწავლების ფარგლებში დაგეგმილია სასწავლო ტური ტელევიზიაში.#მომავალჟურნალისტთასკოლა#პეკ

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Related Post

მონაწილეთა შერჩევა პროექტისთვის “სოფლად მცხოვრები ქალების გაძლიერება საჯარო და ეკონომიკური მონაწილეობით”მონაწილეთა შერჩევა პროექტისთვის “სოფლად მცხოვრები ქალების გაძლიერება საჯარო და ეკონომიკური მონაწილეობით”

პარტნიორობა განათლებისა და კომუნიკაციისთვის – PEC, აცხადებს ტრენინგის მონაწილეთა შესარჩევ კონკურსს პროექტისთვის “სოფლად მცხოვრები ქალების გაძლიერება საჯარო და ეკონომიკური მონაწილეობით”   დეტალური ინფორმაციის სანახვად ეწვიეთ ბმულს 👇   https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSeXVI48GMJMOZlZyBPDOVRSGwvMcOMnUwOa-codGb1axrJ_JQ/viewform

დისტანციური სწავლებისა და მუშაობის პროგრამებიდისტანციური სწავლებისა და მუშაობის პროგრამები

დღესდღეობით ახალი კორონავირუსის პანდემიის ფონზე როდესაც სამუშაო და საგანმამანათლებლო პროცესებმა ვირტუალურ სივრცეში გადაინაცვლეს, სულ უფრო და უფრო აქტუალური ხდება დისტანციური სწავლებისა და მუშაობის პლატფორმები. უფასო და ხელმისაწვდომი, კონკრეტული ორგანიზაციის თუ ინდივიდის საჭიროებებზე მორგებული პლატფორმის შერჩევა საკმაოდ დიდ დროს მოითხოვს დაინტერესებული მხარეებისგან. ამიტომ, შევეცდებით მოგაწოდოთ შედარებითი მიმოხილვა მსოფლიოში ყველაზე პოპულარული დისტანციური

პროექტის “სოფლად მცხოვრები ქალების გაძლიერება საზოგადოებრივი და პოლიტიკური მონაწილეობით” ფარგლებში ჩატარდა ტრენინგების სერიაპროექტის “სოფლად მცხოვრები ქალების გაძლიერება საზოგადოებრივი და პოლიტიკური მონაწილეობით” ფარგლებში ჩატარდა ტრენინგების სერია

2020 წლის ოქტომბერ-ნოემბერში “პარტნიორობა განათლებისა და კომუნიკაციისთვის” მიერ განხორცილებული პროექტის “სოფლად მცხოვრები ქალების გაძლიერება საზოგადოებრივი და პოლიტიკური მონაწილეობით” ფარგლებში ჩატარდა ტრენინგების სერია 4 რეგიონში მცხოვრები 120 ქალისთვის, სამოქალაქო ჩართულობის მექანიზმებსა და მეწარმეობაზე. პროექტი „ქალთა გაძლიერება საზოგადოებრივი და ეკონომიკური მონაწილეობით“ ხორციელდება ბრიტანული ფონდ “BEARR TRUST”-ის მხარდაჭერით. სამიზნე ჯგუფია ლიდერობით, სამოქალაქო მონაწილეობითა