info@pec.org.ge

როგორ ვესაუბროთ სკოლამდელი ასაკის აღსაზრდელს კორონავირუსის შესახებ?

კორონავირუსის პანდემიის პირობებში მასმედიის საშუალებებისა და გარშემომყოფებისგან ბავშვები ყოველდღიურად ინფორმაციის უზარმაზარ ნაკადს იღებენ. შესაძლოა, ბავშვებს გაუჭირდეთ მიღებული ინფორმაციის გაგება და აღქმა. სკოლამდელი ასაკის ბავშვები ემოციურად განსაკუთრებით მოწყვლადი არიან ნეგატიური ინფორმაციის მიმართ, ამიტომ ხშირად მსგავსმა ინფორმაციამ შესაძლოა, გამოიწვიოს შფოთი, სტრესი და დარდი. შესაბამისად, აღმზრდელ-პედაგოგებს მშობლებთან ერთად უმნიშვნელოვანესი როლი ენიჭებათ მათი სწორი ინფორმირებისა და სტრესის პრევენციის კუთხით:
“სკოლამდელი და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მოწყობის, აღჭურვისა და სამუშაო რეჟიმის სანიტარული წესებისა და ნორმების დამტკიცების შესახებ” საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებით გაწერილია მოთხოვნები სკოლამდელი ასაკის ბავშვების ჰიგიენური სწავლებისა და აღზრდისადმი; მათ შორის განსაზღვრულია, რომ „პედაგოგიური და სამედიცინო პერსონალი სისტემატურად უნდა ახორციელებდეს ჰიგიენური აღზრდის ამოცანებს ბავშვის სკოლამდელ დაწესებულებაში ყოფნის დროს. ჰიგიენურ აღზრდაში უნდა მონაწილეობდნენ მშობლები, რომელთაც ევალებათ სახლში ადევნონ თვალი ამ მოთხოვნათა შესრულებას. საჭიროა, ბავშვებს სისტემატურად მივუთითოთ ხელების დაბანის აუცილებლობაზე.“
რჩევები აღმზრდელ-პედაგოგებისთვის კორონავირუსზე აღსაზრდელებისა და მშობლებისთვის ასაკობრივად მიზანშეწონილი ინფორმაციის მისაწოდებლად:
  1. ჩართეთ მშობლები მონიტორინგის პროცესში! იქონიეთ მათთან აქტიური დისტანციური კომუნიკაცია სოციალური ქსელით ან სატელეფონო გასაუბრებით. დაიწყეთ ე.წ. გამოწვევა: სთხოვეთ მშობლებს, ჩაინიშნონ შვილის ყოველდღიური რუტინა მაგ: მინიმუმ 20 წამის განმავლობაში ხელების დაბანა ნახევარ საათში ერთხელ. სასურველია ხელის დაბანა განხორციელდეს საბავშვო მუსიკის თანხლებით. ბავშვებისთვის მარტივად გასაგები რომ იყოს, უთხარით მათ, რომ ხელის დაბანა მიმდინარეობდეს მანამ, სანამ ორჯერ არ იმღერებენ დაბადების დღის ცნობილ მისალოც სიმღერას. შემოიღეთ ჯილდო ყველაზე აქტიური მშობლისა და აღსაზრდელისთვის (მაგალითად სერტიფიკატი, სტიკერი, მადლობის სიგელი და ა.შ.).
  2. მოამზადეთ სახალისო ილუსტრაციები ხელების სწორად დაბანის ეტაპების შესახებ, ასევე მიუთითეთ აღსაზრდელებს, რომ ხველის დროს პირი დაიფარონ იდაყვით.
  3. გამოიყენეთ სიმპტომების ილუსტრირებისთვის თოჯინები და ჩაწერეთ საჩვენებელი ვიდეოები, რა უნდა გააკეთონ, თუ ბავშვები თავს ავად იგრძნობენ (მაგალითად: თავი და მუცელი ტკივათ, ახველებენ, აქვთ ცხელება, სურდო ან გრძნობენ დაღლილობას), და როგორ მოიქცნენ ავადმყოფთან (ემპათიის და უსაფრთხო ზრუნვის ქცევის დასწავლა).
  4. ასწავლეთ სოციალური დისტანციის დაცვა და უზრუნველყავით ბაღში დასწავლილი ქცევების უწყვეტობა. შეწყვეტილი სასწავლო პროცესის დროს, მნიშვნელოვანია, აღსაზრდელებს ჰქონდეთ მოლოდინი და განცდა, რომ ჩვეულებისამებრ გააგრძელებენ დასწავლილ რუტინასა და ქცევებს. მიაწოდეთ მშობლებს ინფორმაცია ისეთი თამაშების, აქტივობების შესახებ, რომელიც რუტინულად ხორციელდებოდა საბავშვო ბაღში და სადაც უზრუნველყოფილია სოციალური დისტანცია, გაუზიარეთ შესაბამისი რესურსები, გზამკვლევები.
(მაგალითად:  http://preschooleducation.ge/admin/uploads/wigni.pdf).

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Related Post

სამეცნიერო ელექტრონული ბაზებისამეცნიერო ელექტრონული ბაზები

წარმოგიდგენთ, სამეცნიერო ელექტრონულ ბაზებს, რომლებიც კორონავირუსის პანდემიის დროს უფასოდ იქნება ხელმისაწვდომი, აღნიშნულ პლატფორმებზე განთავსებულია სამეცნიერო ლიტერატურა, კვლევები და სხვადასხვა აკადემიური გამოცემა. Sage Journals 👉 https://journals.sagepub.com/ წარმოდგენილი თემატიკა: ბიზნესი და მენეჯმენტი კომუნიკაცია და მედია კრიმინოლოგია განათლება ინჟინერია გეოგრაფია ჯანდაცვის მეცნიერებები პოლიტიკა და საერთაშორისო ურთიერთობები ფსიქიატრია ფსიქოლოგია და კონსულტირება რელიგიის მეცნიერებები კვლევის მეთოდები სოციოლოგია

შეიქმნა ონლაინ პლატფორმა – MENTORING.GEშეიქმნა ონლაინ პლატფორმა – MENTORING.GE

ონლაინ პლატფორმა – MENTORING.GE, გაძლევთ საშუალებას სახლიდან გაუსვლელად უფასოდ ჩაერთოთ დისტანციური ონლაინ მენტორობის პროგრამაში. მიიღე პროფესიონალი მენტორის მხარდაჭერა, შენს ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული უფასო დისტანციური კონსულტაცია და ქოუჩინგი შემდეგი მიმართულებებით: მეწარმეობა, სტრატეგიული კომუნიკაცია და ლიდერობა.https://mentoring.ge/

როგორ ვესაუბროთ დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებს კორონავირუსის შესახებ?როგორ ვესაუბროთ დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებს კორონავირუსის შესახებ?

კორონავირუსის პანდემიის პირობებში ბავშვები ყოველდღიურად მასმედიის საშუალებებისა და გარშემომყოფებისგან ინფორმაციის უზარმაზარ ნაკადს იღებენ. შესაძლოა, ბავშვებს გაუჭირდეთ მიღებული ინფორმაციის გაგება და აღქმა, რადგან დაწყებითი საფეხურის მოსწავლეები ნეგატიური ინფორმაციის მიმართ ემოციურად განსაკუთრებით მოწყვლადი არიან, ამიტომ, ხშირად მსგავსმა ინფორმაციამ შესაძლოა, გამოიწვიოს შფოთი, სტრესი და დარდი. დღევანდელი სიტუაციიდან გამომდინარე, როდესაც სასწავლო პროცესი დისტანციურად მიმდინარეობს,