info@pec.org.ge

პროექტის “სოფლად მცხოვრების ქალების გაძლიერება საზოგადოებრივი და ეკონომიკური მონაწილეობით” ფარგლებში შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა

პროექტის “სოფლად მცხოვრები ქალების გაძლიერება საზოგადოებრივი და ეკონომიკური მონაწილეობით” ფარგლებში ჩატარდა დასკვნითი ღონისძიება, რომლის მიზანი იყო სოფლად მცხოვრებ ქალთა, ადგილობრივი გადაწყვეტილების მიმღებთა, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელთა და მეწარმეთა ქსელის შექმნა.

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს, პროექტის ფარგლებში ჩატარებული ტრენინგების მონაწილეებმა, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა და წარმატებულმა მეწარმეებმა.

💡 მომხსენებლებმა და სტუმრებმა შეაჯამეს პროექტის შედეგები, გაუზიარეს საუკეთესო პრაქტიკა და მიღებული გაკვეთილები, პირადი ისტორიები, და იმსჯელეს, თუ როგორ აისახა პროექტი მათ დამოკიდებულებაზე და სამომავლო გეგმებზე, ქალთა ჩართულობის კუთხით ადგილობრივ დონეზე გადაწყვეტილებების მიღების პროცესში და ეკონომიკური საქმიანობის წამოწყების მიმართულებით.

#PEC#BearrTrust#womenempowerement#womeneconomicempowerement#womenpublicparticipation#results#workshop#project

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Related Post

ონლაინ კურსებიონლაინ კურსები

გთავაზობთ საუკეთესო ონლაინ რესურსებს, რომელთა დახმარებითაც შეძლებთ შეისწავლოთ თქვენთვის საინტერესო თემა და სასურველი მიმართულებით აიმაღლოთ კვალიფიკაცია, არჩევანი ძალიან მრავალფეროვანია.   FUTURELEARN https://www.futurelearn.com/ გთავაზობთ ონლაინ კურსებს ბრიტანეთის და საერთაშორისო უნივერსიტეტებთან თანამშრომლობით, ასევე ისეთ ინსტიტუტებთან, რომლებსაც აქვთ კულტურული და საგანმანათლებლო მასალების უზარმაზარი არქივი, მაგალითად, ბრიტანეთის საბჭო, ბრიტანეთის ბიბლიოთეკა, ბრიტანეთის მუზეუმი, ეროვნული კინო

როგორ ვესაუბროთ დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებს კორონავირუსის შესახებ?როგორ ვესაუბროთ დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებს კორონავირუსის შესახებ?

კორონავირუსის პანდემიის პირობებში ბავშვები ყოველდღიურად მასმედიის საშუალებებისა და გარშემომყოფებისგან ინფორმაციის უზარმაზარ ნაკადს იღებენ. შესაძლოა, ბავშვებს გაუჭირდეთ მიღებული ინფორმაციის გაგება და აღქმა, რადგან დაწყებითი საფეხურის მოსწავლეები ნეგატიური ინფორმაციის მიმართ ემოციურად განსაკუთრებით მოწყვლადი არიან, ამიტომ, ხშირად მსგავსმა ინფორმაციამ შესაძლოა, გამოიწვიოს შფოთი, სტრესი და დარდი. დღევანდელი სიტუაციიდან გამომდინარე, როდესაც სასწავლო პროცესი დისტანციურად მიმდინარეობს,

როგორ ვესაუბროთ სკოლამდელი ასაკის აღსაზრდელს კორონავირუსის შესახებ?როგორ ვესაუბროთ სკოლამდელი ასაკის აღსაზრდელს კორონავირუსის შესახებ?

კორონავირუსის პანდემიის პირობებში მასმედიის საშუალებებისა და გარშემომყოფებისგან ბავშვები ყოველდღიურად ინფორმაციის უზარმაზარ ნაკადს იღებენ. შესაძლოა, ბავშვებს გაუჭირდეთ მიღებული ინფორმაციის გაგება და აღქმა. სკოლამდელი ასაკის ბავშვები ემოციურად განსაკუთრებით მოწყვლადი არიან ნეგატიური ინფორმაციის მიმართ, ამიტომ ხშირად მსგავსმა ინფორმაციამ შესაძლოა, გამოიწვიოს შფოთი, სტრესი და დარდი. შესაბამისად, აღმზრდელ-პედაგოგებს მშობლებთან ერთად უმნიშვნელოვანესი როლი ენიჭებათ მათი სწორი