info@pec.org.ge

როგორ ვესაუბროთ დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებს კორონავირუსის შესახებ?

კორონავირუსის პანდემიის პირობებში ბავშვები ყოველდღიურად მასმედიის საშუალებებისა და გარშემომყოფებისგან ინფორმაციის უზარმაზარ ნაკადს იღებენ.
შესაძლოა, ბავშვებს გაუჭირდეთ მიღებული ინფორმაციის გაგება და აღქმა, რადგან დაწყებითი საფეხურის მოსწავლეები ნეგატიური ინფორმაციის მიმართ ემოციურად განსაკუთრებით მოწყვლადი არიან, ამიტომ, ხშირად მსგავსმა ინფორმაციამ შესაძლოა, გამოიწვიოს შფოთი, სტრესი და დარდი. დღევანდელი სიტუაციიდან გამომდინარე, როდესაც სასწავლო პროცესი დისტანციურად მიმდინარეობს, დამრიგებლებსა და დაწყებითი საფეხურის პედაგოგებს დისტანციური სწავლების პროცესში მშობლებთან ერთად უმნიშვნელოვანესი როლი ენიჭებათ მათი სწორი ინფორმირებისა და სტრესის პრევენციის კუთხით:
არსებობს მიდგომა – უნარების გამომუშავებაზე დაფუძნებული მოსწავლეთა ჯანმრთელობის ხელშემწყობი განათლება (Skills-based health education). ეს მიდგომა, ითვალისწინებს განათლებას ჯანმრთელობის, ჰიგიენისა და კვების საკითხებზე, სადაც აქცენტები კეთდება ცოდნის გაღრმავებაზე, შეხედულებების, ფასეულობებისა და ცხოვრების სტილის ჩამოყალიბებაზე, რომელიც დაეხმარება ახალგაზრდებს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებებს მიღებასა და ყველაზე საუკეთესო, პოზიტიური გამოსავლის პოვნაში. მოცემულ კონტექსტში, ჯანმრთელობა სცდება ფიზიკური ჯანმრთელობის საზღვრებს და მოიცავს ფსიქო-სოციალურ და გარემოსდაცვით საკითხებს. ინდივიდები, რომლებიც ფლობენ ამგვარ უნარებს, გააჩნიათ მეტი შესაძლებლობა, გამოიმუშაონ და შეინარჩუნონ ჯანსაღი ცხოვრების სტილი როგორც სკოლაში სწავლის პერიოდში, ისე მთელი ცხოვრების მანძილზე.
რჩევები დაწყებითი საფეხურის პედაგოგებს:
როგორ უნდა მიაწოდოთ მოსწავლეებს კორონავირუსთან დაკავშირებული ინფორმაცია ასაკის შესაბამისად. 
  1. დარწმუნდით, რომ დისტანციური სწავლება ტექნიკურად გამართულია და გესმით ყველა მოსწავლის ხმა. მოისმინეთ ბოლომდე მათ მიერ დასმული კითხვები. შესაძლოა, მოსწავლეთა ნაწილს არ სურდეთ საჯაროდ კითხვის დასმა. დარწმუნდით, რომ პლატფორმას, რომელსაც დისტანციური სწავლებისთვის იყენებთ აქვს თქვენთვის კითხვის ინდივიდუალურად დასმის ფუნქცია.
  2. სწავლების პროცესში მოახდინეთ ჰიგიენური განათლების პრინციპების ინტეგრირება. განიხილეთ მოსწავლეებთან ერთად ისეთი ფაქტორის გავლენა ჯანმრთელობაზე როგორიცაა ჰიგიენის ნორმები, დაბინძურებული გარემო, არაჯანსაღი კვება, პირადი ჰიგიენის დაცვა, ჯანსაღი ცხოვრების წესი, ჯანსაღი კვება; კომპიუტერი და ა.შ.
ეფექტური ჰიგიენური განათლება არ არის ორიენტირებული მხოლოდ სალექციო მასალის მოსმენაზე ჯანმრთელობის რისკებსა და ცუდ ჰიგიენურ პრაქტიკასთან დაკავშირებით. არამედ, ხელი უნდა შეუწყოს ძირითადი ჰიგიენური ჩვევების ჩამოყალიბებას, რაც დაეხმარება მოზარდს გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღებასა და თავის მოვლაში. ჰიგიენური ჩვევები მოიცავს სოციალურ უნარებს (სოციალური კონტაქტები, სოციალური დისტანციის მნიშვნელობა და თვითშეგნება), ანალიტიკური უნარებს (საზოგადოებრივი ასპექტები და საკუთარ უსაფრთხოებაზე და გადაწყვეტილებებზე პასუხისმგებლობების აღება) და სტრესთან გამკლავების უნარებს.
  1. წაახალისეთ მოსწავლეები გაწერონ თავიანთი დღის რეჟიმი და მოახდინონ მასში ჰიგიენური ჩვევების ინტეგრირება.
  2. მოამზადეთ სახალისო ილუსტრაციები ხელების სწორად დაბანის ეტაპების შესახებ, ასევე მიუთითეთ მოსწავლეებს, რომ ხველის დროს პირი დაიფარონ იდაყვით.
  3. ჩაატარეთ სახალისო ექსპერიმენტები ვიზუალიზაციისთვის მაგალითად: კორონავირუსის პრევენციისთვის ხელების 20 წამიანი საპნით დაბანის ტექნიკის საჩვენებლად მოსწავლეებს აჩვენეთ და შესთავაზეთ თავადაც გაიმეორონ შემდეგი ექსპერიმენტი: ხელზე დაიყარონ ბრჭყვიალები და შეეცადონ მის ჩამობანას მხოლოდ წყლით რამდენიმე წამის მანძილზე. შემდგომ გაიმეორონ იგივე ქცევა საპნით. ნახავენ, რომ ბრჭყვიალების სრულად მოცილება მხოლოდ საპნით დაბანისას არის შესაძლებელი.
  4. ჩაატარეთ ექსპერიმენტი მიკროორგანიზმების გავრცელების ილურსტრაციისთვის: სპრეის ბოთლში ჩაასხით ფერადი სითხე და სხვადასხვა მანძილიდან შეასხურეთ თეთრ ქაღალდს, შემდგომ მოსწავლეებს სთხოვეთ, აღწერონ როგორ გაიფანტა შხეფები ფურცელზე.

 

გამოყენებული ლიტერატურა:
  1. UNICEF, How teachers can talk to children about coronavirus disease (COVID-19) Tips for having age appropriate discussions to reassure and protect children. 2020
  2. საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული რეკომენდაცია (გაიდლაინი): წყალი, სანიტარია და ჰიგიენა სკოლაში, დამტკიცებულია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2020 წლის 6 თებერვლის №01-40/ო ბრძანებით
  3. გაეროს ბავშვთა ფონდი (იუნისეფი) და ვორლდ ვიჟენ საქართველო, გზამკვლევი მასწავლებლებისთვის: სასწავლო აქტივობები ყველასათვის, სწავლების მეთოდები ინკლუზიურ განათლებაში
 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Related Post

2021 წლის ივნისში არასამთავრობო ორგანიზაციამ – პარტნიორობა განათლებისა და კომუნიკაციისთვის მოამზადა ჩრდილოვანი ანგარიში CEDAW კომიტეტის 81-ე სესიის მოსამზადებელი სამუშაო ჯგუფისთვის2021 წლის ივნისში არასამთავრობო ორგანიზაციამ – პარტნიორობა განათლებისა და კომუნიკაციისთვის მოამზადა ჩრდილოვანი ანგარიში CEDAW კომიტეტის 81-ე სესიის მოსამზადებელი სამუშაო ჯგუფისთვის

ანგარიშში საუბარია შემდეგ საკითხებზე: Განათლების უფლება – ეროვნული კონტექსტი; Სკოლამდელი აღზრდა და განათლება; Სკოლის დატოვების მაჩვენებელი; Გენდერული უთანასწორობა ზოგადი განათლების პედაგოგებში; Მოწყვლადი ჯგუფის ქალების და გოგონების ხარისხიან (ინკლუზიური და თანასწორი) განათლებაზე ხელმისავდომობა დოკუმენტის სრული ვერსია (ინგლისურად) შეგიძლიათ იხილოთ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის საიტზე   >> https://tbinternet.ohchr.org/_layouts/15/treatybodyexternal/Download.aspx?symbolno=INT%2fCEDAW%2fICO%2fGEO%2f45052&Lang=en

შეიქმნა ონლაინ პლატფორმა – MENTORING.GEშეიქმნა ონლაინ პლატფორმა – MENTORING.GE

ონლაინ პლატფორმა – MENTORING.GE, გაძლევთ საშუალებას სახლიდან გაუსვლელად უფასოდ ჩაერთოთ დისტანციური ონლაინ მენტორობის პროგრამაში. მიიღე პროფესიონალი მენტორის მხარდაჭერა, შენს ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული უფასო დისტანციური კონსულტაცია და ქოუჩინგი შემდეგი მიმართულებებით: მეწარმეობა, სტრატეგიული კომუნიკაცია და ლიდერობა.https://mentoring.ge/

როგორ ვესაუბროთ სკოლამდელი ასაკის აღსაზრდელს კორონავირუსის შესახებ?როგორ ვესაუბროთ სკოლამდელი ასაკის აღსაზრდელს კორონავირუსის შესახებ?

კორონავირუსის პანდემიის პირობებში მასმედიის საშუალებებისა და გარშემომყოფებისგან ბავშვები ყოველდღიურად ინფორმაციის უზარმაზარ ნაკადს იღებენ. შესაძლოა, ბავშვებს გაუჭირდეთ მიღებული ინფორმაციის გაგება და აღქმა. სკოლამდელი ასაკის ბავშვები ემოციურად განსაკუთრებით მოწყვლადი არიან ნეგატიური ინფორმაციის მიმართ, ამიტომ ხშირად მსგავსმა ინფორმაციამ შესაძლოა, გამოიწვიოს შფოთი, სტრესი და დარდი. შესაბამისად, აღმზრდელ-პედაგოგებს მშობლებთან ერთად უმნიშვნელოვანესი როლი ენიჭებათ მათი სწორი