info@pec.org.ge

პეკი აცხადებს კონკურსს მომავალი ჟურნალისტებისთვის

ხარ დამამთავრებელი კლასის მოსწავლე (11-12 კლასები) ან აბიტურიენტი?❔გაინტერესებს ჟურნალისტიკა და ფიქრობ პროფესიული არჩევანის გაკეთებას ამ მიმართულებით? მაშინ ეს შესაძლებლობა შენთვისაა!

პარტნიორობა განათლებისა და კომუნიკაციისთვის აცხადებს მსმენელების მიღებას „მომავალ ჟურნალისტთა სკოლაში“.

სკოლის მსმენელები შესაძლებლობა ექნებათ გაიარონ კარიერული ორიენტაციის ტესტი და განსაზღვრონ საკუთარი შესაძლებლობები კონკრეტულ მიმართულებებში.

გაეცნონ ტელევიზიაში მუშაობის ძირითად პრინციპებს, ახალი ამბების მომზადებისა და გაშუქების, რეპორტაჟებისა და დოკუმენტური ფილმების მომზადების, ინტერვიუების ჩაწერის, ფოტო, ვიდეო გადაღების, მონტაჟის ძირითად ასპექტებს.სკოლის სასწავლო კურსის დასრულების შემდეგ მსმენელები მიიღებენ სერტიფიკატს. წარმატებული ნამუშევრები გამოქვეყნება ტელე და ონლაინ მედია საშუალებებში.

“მომავალ ჟურნალისთა სკოლაში” სწავლა უფასოა. კონკურსის პირობები:

✔️კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ 15 – დან 18 წლამდე ახალგაზრდებს;

✔️კონკურსის მონაწილე უნდა ფლობდეს კომპიუტერთან მუშაობის უნარ-ჩვევებს (ბეჭდვა, ელ.ფოსტა, სოციალური ქსელები);

✔️უნდა შეეძლოს გამართულად წერა;

✔️📋 კონკურსში მონაწილეობისთვის გამოგზავნეთ CV და მოკლე სამოტივაციო წერილი (რატომ გინდათ მონაწილეობა პროგრამაში) ელექტრონულ ფოსტაზე info@pec.org.ge სათაურში (subject) ქართული შრიფტით მიუთითეთ: მომავალ ჟურნალისტთა სკოლა და თქვენი სახელი და გვარი. თუ გაქვთ მომზადებული სტატია, თხზულება, ფოტორეპორტაჟი, პოსტი ან მოსაზრება, შეგიძლიათ გამოგზავნოთ CV-თან ერთად.კონკურსში განცხადებების მიღების ბოლო ვადაა 20 დეკემბერი.

სწავლება განხორციელდება ონლაინ რეჟიმში. სწავლების ფარგლებში დაგეგმილია სასწავლო ტური ტელევიზიაში.#მომავალჟურნალისტთასკოლა#პეკ

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Related Post

მდგრადი განვითარების მიზნები (Sustainable Development Goals SDG’s) გლობალური დღის წესრიგი და საქართველომდგრადი განვითარების მიზნები (Sustainable Development Goals SDG’s) გლობალური დღის წესრიგი და საქართველო

მდგრადი განვითარება — საზოგადოების განვითარების ისეთი სისტემაა, რომელიც მისი ეკონომიკური, ეკოლოგიური სოციალური განვითარებისა ინტერესების გათვალისწინებით უზრუნველყოფს ადამიანის კეთილდღეობას, ცხოვრების დონის ხარისხის ზრდას და მომავალი თაობების უფლებას, ისარგებლონ მაქსიმალურად დაცული, სტაბილური ბუნებრივი რესურსებითა და გარემოთი. მდგრადი განვითარების მიზნები 17 მიზნისა და 169 ინდიკატორის ერთობლიობაა, რომლებზეც თანხმდება გაეროს ყველა წევრი ქვეყანა უკეთესი

ონლაინ კურსებიონლაინ კურსები

გთავაზობთ საუკეთესო ონლაინ რესურსებს, რომელთა დახმარებითაც შეძლებთ შეისწავლოთ თქვენთვის საინტერესო თემა და სასურველი მიმართულებით აიმაღლოთ კვალიფიკაცია, არჩევანი ძალიან მრავალფეროვანია.   FUTURELEARN https://www.futurelearn.com/ გთავაზობთ ონლაინ კურსებს ბრიტანეთის და საერთაშორისო უნივერსიტეტებთან თანამშრომლობით, ასევე ისეთ ინსტიტუტებთან, რომლებსაც აქვთ კულტურული და საგანმანათლებლო მასალების უზარმაზარი არქივი, მაგალითად, ბრიტანეთის საბჭო, ბრიტანეთის ბიბლიოთეკა, ბრიტანეთის მუზეუმი, ეროვნული კინო

დისტანციური სწავლებისა და მუშაობის პროგრამებიდისტანციური სწავლებისა და მუშაობის პროგრამები

დღესდღეობით ახალი კორონავირუსის პანდემიის ფონზე როდესაც სამუშაო და საგანმამანათლებლო პროცესებმა ვირტუალურ სივრცეში გადაინაცვლეს, სულ უფრო და უფრო აქტუალური ხდება დისტანციური სწავლებისა და მუშაობის პლატფორმები. უფასო და ხელმისაწვდომი, კონკრეტული ორგანიზაციის თუ ინდივიდის საჭიროებებზე მორგებული პლატფორმის შერჩევა საკმაოდ დიდ დროს მოითხოვს დაინტერესებული მხარეებისგან. ამიტომ, შევეცდებით მოგაწოდოთ შედარებითი მიმოხილვა მსოფლიოში ყველაზე პოპულარული დისტანციური