info@pec.org.ge

ონლაინ კურსები

გთავაზობთ საუკეთესო ონლაინ რესურსებს, რომელთა დახმარებითაც შეძლებთ შეისწავლოთ თქვენთვის საინტერესო თემა და სასურველი მიმართულებით აიმაღლოთ კვალიფიკაცია, არჩევანი ძალიან მრავალფეროვანია.

 

FUTURELEARN

https://www.futurelearn.com/

გთავაზობთ ონლაინ კურსებს ბრიტანეთის და საერთაშორისო უნივერსიტეტებთან თანამშრომლობით, ასევე ისეთ ინსტიტუტებთან, რომლებსაც აქვთ კულტურული და საგანმანათლებლო მასალების უზარმაზარი არქივი, მაგალითად, ბრიტანეთის საბჭო, ბრიტანეთის ბიბლიოთეკა, ბრიტანეთის მუზეუმი, ეროვნული კინო და სატელევიზიო სკოლა. მუშაობს საერთაშორისო მასშტაბით ცნობილ ორგანიზაციებთან, როგორიცაა უფლებამოსილი სერტიფიცირებული ბუღალტრების ასოციაცია (ACCA) ინჟინერიისა და ტექნიკის ინსტიტუტი (IET), BBC,  MARKS & SPENCER, დიდი ბრიტანეთის მთავრობა.
ონლაინ კურსების უპირატესობები:
  • თითოეულ კურსზე რეგისტრაცია, გავლა და მასალების ნახვა სრულიად უფასოა, ფასიანია მხოლოდ კურსის გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატის აღება;
  • პლატფორმაზე პროგრამები აკრედიტირებულია და მოიცავს პროფესიული კვალიფიკაციის ასამაღლებელ აკრედიტირებულ პროგრამებს;
  • თქვენ გეძლევათ ინტერაქციის საშუალება (კითხვების დასმა ლექტორებისთვის, ტრენერებისთვის, კურსთან და თემატიკასთან დაკავშირებით აზრის გამოთქმის საშუალება, კურსის მონაწილეებთან კონტაქტი და აზრთა გაცვლა);
  • ელექტრონული სწავლებისას მუშაობა ნებისმიერი ადგილიდან შეგიძლიათ, თუ თქვენ კომპიუტერი და ინტერნეტი გაქვთ;
  • თქვენ მიიღებთ კურსის დაწყებისა და მსველელობის შესახებ ინფორმაციას ელექტრონული ფოსტის საშუალებით;
  • არ არსებობს განსაზღვრული დრო ლექციებისთვის, თვითონ წყვეტთ, როდის გსურთ დავალებების შესრულება. თქვენ იცით, როდისთვის რა გაქვთ ჩასაბარებელი;
  • სასწავლო გარემოს თვითონ იქმნით, თქვენ არჩევთ ადგილსა და სქემას.
შეზღუდვები:
  • თუ თქვენ მოისურვებთ კურსის დასრულების შემდეგაც გქონდეთ წვდომა რესურსებზე, შეგიძლიათ პრემიუმ პაკეტი შეიძინოთ, სხვა შემთხვევაში თქვენ კონკრეტულ ვადაში უნდა მოასწროთ კურსის გავლა.

 

EDX

https://www.edx.org

 

EDX ჰარვარდის და MITის ერთობლივი ონლაინ სასწავლო პლატფორმაა, რომელიც გვთავაზობს 2500-ზე მეტ ონლაინ კურსს 150 ორგანიზაციის, სასწავლო დაწესებულების და უნივერსიტეტის მათ შორის ჰარვარდის, ბერკლის, ბოსტონის, მასაჩუსეტსის და სხვა ავტორიტეტული დაწესებულების. ონლაინ კურსების პლატფორმას აქვს როგორც უფასო ასევე ფასიანი სასწავლო კურსები. ედიქსის მიზანია გაზარდოს წვდომა მაღალი ხარისხის განათლებაზე ყველასთვის ყველგან. ედიქსის სასწავლო კურსებს 20 მილიონამდე მომხმარებელი ყავს.
ქვემოთ გაგაცნობთ EDX ძირითადად უპირატესობებს:
  • თითოეული კურსის გავლა და მასალების ნახვა სრულიად უფასოა, ფასიანია ძირითადად მხოლოდ კურსის გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატის აღება;
  • კურსის გავლის გრაფიკი არის ძირითადად მოქნილი, თუმცა ასევე ცხადდება დროში ლიმიტირებული ონლაინ სასწავლო კურსები;
  • ონლაინ სასწავლო კურსების გარდა, ედიქსი ასევე გვთავაზობს დისტანციურ მიკრო ბაკალავრიატის, მიკრო მაგისტრატურის და პროფესიული კვალიფიკაციის ასამაღლებელ აკრედიტირებულ პროგრამებს;
  • რაც მთავარია, ედიქსის სერტიფიკატი არის აკადემიური ხარისხის და აღიარებულია საერთაშორისო მასშტაბით;
  • კურსზე მოწოდებული ვიდეო აუდიო მასალები, ქვიზები და ლექტორთან ინტერაქციის სხვადასხვა ფორმები გაძლევს საშუალებას მიიღო კვლევაზე დაფუძნებული მაღალი ხარისხის ცოდნა.
შეზღუდვები:
  • მიუხედავად იმისა, რომ კურსების უმეტესობა აბსოლუტურად უფასოა, კურსის გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატის აღება ფასიანია და იწყება საშუალოდ 80 დოლარიდან, ამასთან, ედიქსი საკმაოდ მოქნილია და შეგიძლიათ საერთოდ არ აიღოთ სერტიფიკატი, ან ნებიმიერ დროს გაგზავნოთ მოთხოვნა;
  • ედიქსის კურსები მოითხოვს დროით რესურსს მრავალფეროვან სასწავლო მასალებთან მუშაობის კუთხით. ამასთან, თითქმის ყველა კურსში გათვალისწინებულია კვლევითი კომპონენტი, ამიტომ, თუ არ გაქვთ საკმარისი დროითი რესურსები, შეგიძლიათ გადადოთ რეგისტრაცია;
  • ყველაზე მოთხოვნადი კურსები დროში ლიმიტირებულია.
 

KHAN ACADEMY

https://ka.khanacademy.org/

 

ხანის აკადემია გვთავაზობს მრავალფეროვან ონლაინ სასწავლო პროგრამებს მოსწავლეების, მასწავლებლების და მშობლებისთვის, მათ შორის მათემატიკის, საბუნებისმეტყველო მეცნიერებების, პროგრამირების, მეცნიერების და ხელოვნების, ეკონომიკის მიმართულებით, მეტიც, საიტი ხელმისაწვდომია 40 ენაზე და მათ შორის ადაპტირებულია ქართულ ენაზე როგორც ვებგვერდით, ასევე ios და ANDROID მობილური აპლიკაციით სარგებლობისას.
კორონავირუსის პანდემიის პირობებში ხანის აკადემიამ მოსწავლეებს, მასწავლებლებს და მშობლებს შესთავაზა დისტანციური სწავლების უფასო შესაძლებლობები, მათ შორის ლაივ სტრიმ გაკვეთილები, ინდივიდუალური სწავლა (მოსწავლეები ვარჯიშობენ საკუთარი ტემპით. ისინი ჯერ შეავსებენ საკუთარ ჩავარდნებს ცოდნაში, შემდეგ კი იწყებენ სწრაფად სწავლას), სანდო მასალა (ხანის აკადემია ექსპერტების შექმნილი ბიბლიოთეკაა სანდო სავარჯიშოებითა და გაკვეთილებით მათემატიკაში, მეცნიერებასა და სხვა საგნებში. მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ის ყოველთვის უფასო იქნება), ხელსაწყოები მასწავლებლებისთვის.
მაგთიკომი ყველა მსურველს, სახლიდან გაუსვლელად სთავაზობს მსოფლიოს წამყვანი საგანმანათლებლო პლატფორმის, „ხანის აკადემიის“ გაკვეთილებს. მაგთის ტელევიზიაზე, ხანის აკადემიის აპლიკაციის საშუალებით, შესაძლებელია ქართულ ენაზე გახმოვანებული ვიდეო გაკვეთილების ყურება.

 

სხვა ონლაინ სწავლების საიტების ჩამონათვალი:

 

☑️ Coursera – https://www.coursera.org/ – უფასო კურსები მსოფლის საუკეთესო უმაღლესი სასწავლებლების ლექტორებისგან;

☑️ coursmos  – https://teachonline.ca/ – მცირე კურსების კრებული, რომელიც დიდ დროს არ დაგაკარგვინებთ;

☑️ highbrow – https://gohighbrow.com/ – მცირე კურსების ყოველდღიური კრებული, რომელიც იგზავნება თქვენს ელ-ფოსტაზე;

☑️skillshare – https://www.skillshare.com/ – ონლაინ კურსები და პროექტები, რომლებიც გეხმარებათ კვალიფიკაციის ამაღლებაში;

☑️curious  – https://curious.com/ – ვიდეოგაკვეთილები, რომლებიც გეხმარებათ პროფესიული ცოდნის ამაღლებაში;

☑️Lynda – https://www.lynda.com/  – კურსები კრეატივის, ბიზნესის და ტექნოლოგიების შესახებ;

☑️creativelive – https://www.creativelive.com/ – უფასო კურსები კრეატივზე მსოფლიოში ცნობილი პროფესიონალებისაგან;

☑️udemy – https://www.udemy.com/ – კომპიუტერული სპეციალობის კურსები;

☑️codecademy – https://www.codecademy.com/ – პროგრამირების ინტერაქტიული შესწავლა;

☑️stuk.io –  http://stuk.usefedora.com/  – პროგრამირების ნულიდან დაწყება;

☑️udacity – https://www.udacity.com/ – კურსები: Google, Facebook, mongoDB, AT&Tდა სხვა მსხვილი კომპანიებიდან;

☑️platzi – https://platzi.com/ – კურსები დიზაინზე, მარკეტინგსა და პროგრამირებაზე;

☑️learnable  – https://getlearnable.com/ – კურსები WEB-მუშაობაზე;

☑️code school – https://www.pluralsight.com/ – პროგრამირების პრაქტიკული სწავლება;

☑️thinkful – https://www.thinkful.com/  – ვირტუალური კლასების მენტორთან პირისპირ საუბარი;

☑️code – https://code.org/ – დამწყებ პროგრამისტთა სწავლება;

☑️baserails –  https://www.baserails.com/ – ruby on rails და სხვა ტექნოლოგიების შესწავლა;

☑️threehouse – https://threehouse.org/ – HTML, CSS აპლიკაციების შექმნა iOS- ისათვის;

☑️one month – https://onemonth.com/ – WEB-აპლიკაციების საფუძვლის შესწავლა ერთ თვეში;

☑️Dash – https://dash.generalassemb.ly/ – ვებ საიტების შექმნა;

☑️Datacamp –https://www.datacamp.com/ – ონლაინ კურსები ეკონომიკურ მეცნიერებაზე;

☑️Dataquest – https://www.dataquest.io/ –  ეკონომიკური მეცნიერების ინტერაქტიული შესწავლა;

☑️datamonkey –http://datamonkey.pro/  – ანალიტიკური ცოდნის გაუმჯობესება თამაშების მეშვეობით;

☑️Doulingo – https://www.duolingo.com/ – უცხო ენების უფასო შესწავლა;

☑️Lingvist –https://lingvist.com/ – ენის შესწავლის პროგრამა 200 საათში;

☑️Busuu – https://www.busuu.com/ – მომხმარებელთა გაერთიანება, რომელთაც სურს ახალი ენის შესწავლა;

☑️Memrise – https://www.memrise.com/ – ლექსიკონის მარაგის გაუმჯობესება;

☑️Guides.co –https://guides.co/  – სხვადასხვა ფორუმის კოლექცია;

☑️Learnist – https://www.crunchbase.com/ – სხვადასხვა ექსპერტების ტექსტური და ვიდეო გაკვეთლები;

☑️Snapguide –https://snapguide.com/ – ათასობით რჩევა, თუ როგორ შევქმნათ რაიმე ახალი საკუთრი ხელებით;

☑️Chesscademy –http://chesscademy.com.testednet.com/ – ჭადრაკის შესწავლა;

☑️Pianu –https://pianu.com/  – ფორტეპიანოზე დაკვრის ინტერაქციული სწავლება;

☑️Yousician – https://yousician.com/ – გიტარაზე დაკვრის პერსონალური მასწავლებელი.

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Related Post

დისტანციური სწავლებისა და მუშაობის პროგრამებიდისტანციური სწავლებისა და მუშაობის პროგრამები

დღესდღეობით ახალი კორონავირუსის პანდემიის ფონზე როდესაც სამუშაო და საგანმამანათლებლო პროცესებმა ვირტუალურ სივრცეში გადაინაცვლეს, სულ უფრო და უფრო აქტუალური ხდება დისტანციური სწავლებისა და მუშაობის პლატფორმები. უფასო და ხელმისაწვდომი, კონკრეტული ორგანიზაციის თუ ინდივიდის საჭიროებებზე მორგებული პლატფორმის შერჩევა საკმაოდ დიდ დროს მოითხოვს დაინტერესებული მხარეებისგან. ამიტომ, შევეცდებით მოგაწოდოთ შედარებითი მიმოხილვა მსოფლიოში ყველაზე პოპულარული დისტანციური

მდგრადი განვითარების მიზნები (Sustainable Development Goals SDG’s) გლობალური დღის წესრიგი და საქართველომდგრადი განვითარების მიზნები (Sustainable Development Goals SDG’s) გლობალური დღის წესრიგი და საქართველო

მდგრადი განვითარება — საზოგადოების განვითარების ისეთი სისტემაა, რომელიც მისი ეკონომიკური, ეკოლოგიური სოციალური განვითარებისა ინტერესების გათვალისწინებით უზრუნველყოფს ადამიანის კეთილდღეობას, ცხოვრების დონის ხარისხის ზრდას და მომავალი თაობების უფლებას, ისარგებლონ მაქსიმალურად დაცული, სტაბილური ბუნებრივი რესურსებითა და გარემოთი. მდგრადი განვითარების მიზნები 17 მიზნისა და 169 ინდიკატორის ერთობლიობაა, რომლებზეც თანხმდება გაეროს ყველა წევრი ქვეყანა უკეთესი

როგორ ვესაუბროთ სკოლამდელი ასაკის აღსაზრდელს კორონავირუსის შესახებ?როგორ ვესაუბროთ სკოლამდელი ასაკის აღსაზრდელს კორონავირუსის შესახებ?

კორონავირუსის პანდემიის პირობებში მასმედიის საშუალებებისა და გარშემომყოფებისგან ბავშვები ყოველდღიურად ინფორმაციის უზარმაზარ ნაკადს იღებენ. შესაძლოა, ბავშვებს გაუჭირდეთ მიღებული ინფორმაციის გაგება და აღქმა. სკოლამდელი ასაკის ბავშვები ემოციურად განსაკუთრებით მოწყვლადი არიან ნეგატიური ინფორმაციის მიმართ, ამიტომ ხშირად მსგავსმა ინფორმაციამ შესაძლოა, გამოიწვიოს შფოთი, სტრესი და დარდი. შესაბამისად, აღმზრდელ-პედაგოგებს მშობლებთან ერთად უმნიშვნელოვანესი როლი ენიჭებათ მათი სწორი